January 8th, 2010
ის იჯდა წყნარად კომპიუტერთან და სიბნელეში წერდა კოდს, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობდა.. ყურსასმენები ეკეთა… მუსიკა ენერგიით ავსებდა. როკის რიტმი აიძულებდა სულ უფრო მეტი შემართებით ეწერა. უცებ უპს–ი აწრიპინდა, მაგრამ უმალვე გაჩერდა… მთელ ტანზე დაბურძგლა… მაგრამ მაინც აიყვანა თავი ხელში და გააგრძელა წერა… და ეს მოხდა.. უპს ისევ აწრიპინდა გამალებით… მისი ხმა სულ უფრო ხმამაღალი ხდებოდა… წრიპინის სიხშირემ იმატა.. ამდენი გახსნილი ფანჯრის გამო კომპიუტერი დაეკიდა….. ის ცდილობდა , მაგრამ კომპიუტერი აღარ ემორჩილებოდა… და უცებ სიბნელე ჩამოწვა ოთახში, ცოტა ხნის შემდეგ კი სახლიდან გულის წამღები კივილის ხმა გამოვიდა… მან save-ს არ დააწვა..
ამბობენ რომ დღემდე როცა შუქი ქრება, იმ სახლიდან ისევ ისმის პროგრამისტი კივილი.. ის ცდილობს დააწვეს Ctrl+s-ს მაგრამ უკვე გვიანია..
ტაგი: კოშმარი, სიცილი, ქართული რეალობა
დაიპოსტა არა პროგრამისტული თემები, ჩემი აზრით...-ში | 3 კომენტარი »
September 9th, 2009
ცოტა ხნის წინ ვწერდი ერთი პროექტის შესახებ რომელიც წამოვიწყე მეგობართან “Orange TV”. მინდა გითხრათ რომ პროექტი გავიდა ტესტირების ბოლო ეტაპზე, გაიხსნა ოფიციალური ვებ გვერდი. www.orangetv.ge
მოხარული ვიქნებით გავითვალისწინოთ თქვენი შემოთავაზებები. მოგვწერეთ მისამართზე info@orangetv.ge ან დატოვეთ აქ კომენტარი….
დაიპოსტა ახალი ამბები-ში | 0 კომენტარი »
August 20th, 2009
მთელი ინტერნეტი კითხვებია, კითხვები უბრალო ადამინებისა რომლებმაც დიდიმა ცხოვრებამ პრობლემები და საფიქრალი მოუტანა.
სრულად »
დაიპოსტა არა პროგრამისტული თემები, ჩემი აზრით...-ში | 0 კომენტარი »
August 19th, 2009
ცნობილმა მამამ ბატონმა “M”-მა ვეღარ გაუძლო თავისი დებილი შვილის საქციელს. სირცხვილით იწვება ყოველ დღე, ასეთი ლენჩი და განუვითარებელი ბავშვი რომ აქვს. დაზუსტებული ინფორმაციით ბატონი “M”-ი გეგმავს მის სწრაფ ლიკვიდაციას და ამისათვის დიდი ენერგიის დახარჯვასაც აპირებს.
სრულად »
ტაგი: Browsers, Internet Explorer, Microsoft
დაიპოსტა ახალი ამბები-ში | 0 კომენტარი »